შევისწავლეთ თუ როგორ უნდა გავაკეთოთ მოკლე მონახაზი,თუ როგორ უნდა შევქმნათ სლაიდები პრეზენტაციისათვის,რაც ძალიან საინტერესოდ და გასაგებად იყო გადმოცემული ჩვენი ტრენინგის ხელმძღვანელის მიერ.
დღევანდელი შესწავლილი მასალა მომეხმარებაა მოსწავლეებთან სწორად დავსახო მიზნები და დავსვა სწორედ მიზნებთან შესაბამისობაში საჭირო შეკითხვები,რისი მიხედვითაც მოსწავლეებსაც გაუადვილდებათ საჭირო ინფორმაციის მოძიება.
მე ვფიქრობ, რომ დღევანდელი დღე საკმაოდ ნაყოფიერი იყო.შევისწავლე პროექტზე მუშაობის სხვადასხვა მეთოდები.დღევანდელი დღის შემდეგ შემეძლება მოვიძიო და მოვნიშნო ჩემთვის საჭირო ინფორმაცია სამომავლო და მიმდინარე საპროექტო მუშაობებში მოსწავლეებთან ერთად.შემიძლია დღევანდელი მიღებული ცოდნა გაუზიარო ჩემს მოსწავლეებსაც, თუ როგორ უნდა ჩანიშნონ,შეინახონ და გამოიყენონ საჭირო ინფორმაცია.